404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
ლაპარაკია ჩვენთან ერთ-ერთი ჩინური ვაქცინის შემოტანაზე — ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში ერთ-ერთი ჩინური ვაქცინაზე მსჯელობენ.

მისი თქმით, ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს და “ხელწამოსაკრავი” არ არის.

“ლაპარაკია ორი ვაქცინის შემოტანაზე ჩვენთან, “ასტრა ზენეკასი” და ერთ-ერთი ჩინურის. ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია. ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს, სხვა თუ არაფერი იქ გაჩნდა ეს ინფექცია და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ვირუსის სტრუქტურა და მისი თავისებურებები და სულ არ გამიკვირდება, რომ ჩინურმა ვაქცინამ ყველას აჯობოს”, — განუცხადა ცერცვაძემ “ფორმულას”.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინას საქართველოში თებერვალში ელოდებიან.

მისი თქმით, თებერვალში შემოტანილი ვაქცინა მოწყვლად ჯგუფებზე გადანაწილდება.

ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმა “კოვაქსს” არ აქვს შეძენილი კონკრეტული ვაქცინა, რომელსაც წევრ სახელმწიფოებს გაუნაწილებს.

საქართველო ვაქცინების შესაძენად 17 მილიონამდე დოლარის დახარჯვას გეგმავს, რაც საშუალოდ, 700 ათასი ადამიანის ასაცრელად იქნება განკუთვნილი. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, თანხის ნაწილი წინასწარაა გადახდილი.

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია