404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არ იძლევა საშუალებას, სკოლების გახსნაზე ვისაუბროთ – ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკეტერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ იძლევა საშუალებას, რომ სკოლების გახსნაზე ისაუბრონ.

„რა შეეხება სკოლებსა და ბაღებს, ეს ნამდვილად გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი, ვინაიდან ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ხშირად, ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიცემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ პირველია ბავშვების უსაფრთხოების შენარჩუნება და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს.

მაგრამ ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები, თუმცა, როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს ყველა საჭირო პირობას უზრუნველყოფს, რომ ბავშვები მიიღონ სკოლებში“,
– განაცხადა ტიკარაძემ.

წყარო: პუბლიკა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია