404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
  • JFolder::create: Path not in open_basedir paths
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 265 722 შემთხვევა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.

გამოჯანმრთელდა 639 პაციენტი. სულ ქვეყანაში კორონავირუსისგან განიკურნა 258 732 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 11 პაციენტი. სულ საქართველოში ვირუსს ემსხვერპლა 3 363 ადამიანი.


ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 9 197, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 6 208, PCR ტესტით - 2 989

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,79%, ბოლო 14 დღის - 3%, ბოლო 7 დღის - 2,5%

კარანტინის რეჟიმში რეჟიმში - 238 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 932, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობაა 232.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია