404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 266 462 შემთხვევა. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.

გამოჯანმრთელდა 496 პაციენტი. სულ ქვეყანაში კორონავირუსისგან განიკურნა 259 228 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 14 პაციენტი. სულ საქართველოში ვირუსს ემსხვერპლა 3 377 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 20549, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14802, PCR ტესტით - 5747

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,6%, ბოლო 14 დღის - 2,9%, ბოლო 7 დღის - 2,4%

კარანტინის რეჟიმში რეჟიმში - 242 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 848, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობაა 230.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

წყარო: report.ge
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია