ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით,
საქართველოს კორონავირუსის ვაქცინის შემოტანაზე 3 ხელშეკრულება აქვს
გაფორმებული.
ეკატერინე
ტიკარაძის განმარტებით, ვაქცინის შემოტანის თარიღის გადაწევის
მიუხედავად, პრეპარატის საქართველოში შემოტანის პროცესის მაქსიმალურად
დაჩქარების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„დღესდღეობით გვაქვს გაფორმებული 3
ხელშეკრულება: ნაწილი COVAX-პლატფორმასთან, ნაწილი პირდაპირ
მწარმოებელთან. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს თარიღების დაზუსტება,
ვინაიდან Pfizer-ის მხრიდან შეიქმნა გარკვეული შეფერხებები
მოწოდებასთან დაკავშირებით და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ
საქართველოში ამ ეტაპისთვის არ არის შემოსული Pfizer-ის 30 ათასი
ვაქცინა. თუმცა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით,
რომ ეს პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს“, - განაცხადა
ტიკარაძემ.
წყარო: report.ge