404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
ბრაზილიამ სპუტნიკ V-ის ქვეყანაში შეტანა აკრძალა
ბრაზილიის ჯანდაცვის რეგულატორმა – ანვისამ მხარი არ დაუჭირა კორონავირუსის რუსული ვაქცინის სპუტნიკ V-ის ქვეყანაში იმპორტის დაწყების გადაწყვეტილებას.

რეგულატორის გადაწყვეტილების მიმღერბი ორგანოს, საბჭოს ყველა წევრმა რუსული ვაქცინის იმპორტის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.

მათი განცხადებით, რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით არ არსებობს “თანმიმდევრული და სანდო მონაცემები”, ასევე პრობლემურია ვაქცინის შემადგენლობაც, რის გამოც, ისინი მხარს ვერ დაუჭერენ სპუტნიკის ქვეყანაში შეტანის გადაწყვეტილებას.

ბრაზილიაში სპუტნიკის იმპორტს ითხოვდა დაახლოებით 14 შტატი. მათი განცხადებით, გამომდინარე ვირუსის კიდევ ერთი ტალღისა, აუცილებელი იყო რუსული ვაქცინის სასწრაფო წესით მიღება.

გადაწყვეტილების მიღებამდე, ბრაზილიური მხარე რუსეთში იმყოფებოდა, სადაც გაეცნენ ვაქცინის წარმოების ციკლს.

სპუტნიკი V-ის ვაქცინა მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში გამოიყენება, როგორიცაა რუსეთი, მონღოლეთი, ეგვიპტე, ირანი, ვენესუელა, უნგრეთი, სლოვაკეთი, ნეპალი, ბოლივია და სხვა. ვაქცინას არ აქვს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების რეგულატორების ავტორიზაცია.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია