404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
საქართველოში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 160 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 024 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 185, პისიარტესტით – 17 839.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,94 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,54 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,72 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 308 834 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 289 976 გამოჯანმრთელდა, 4 095 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 43 568 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 767.

კარანტინის რეჟიმშია 217, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 765 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 718 პირი.

ამასთან, 28 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 878 პაციენტი.

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია