გამოვლინდა COVID-19-ის 2 262 შემთხვევა, დაიღუპა 54 ადამიანი – 10 სექტემბერი
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 34 225 კვლევა ტესტით, კორონავირუსით ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 6.61% შეადგინა. ბოლო 14 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელი – 8.27%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.42%-ია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 089 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი შემთხვევების განაწილება ქვეყნის მასშტაბით ასეთია:

თბილისი – 827;
აჭარა – 211;
იმერეთი – 335;
ქვემო ქართლი – 129;
შიდა ქართლი – 139;
გურია – 59;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 222;
კახეთი – 216;
მცხეთა-მთიანეთი – 61;
სამცხე-ჯავახეთი – 35;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 536 საიდანაც 6 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 674, აჭარაში – 699, იმერეთში – 1 106.


მათგან, მძიმეა 1 501 პაციენტის მდგომაროება, მათ შორის, თბილისში – 634, აჭარაში – 167, იმერეთში – 357. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 33, იმერეთში – 28.

1 918 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 24 291 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია