გახდა თუ არა სწრაფი და PCR ტესტები ფასიანი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ დღეიდან სწრაფი და PCR ტესტები ფასიანი გახდა.

როგორც მან განაცხადა, დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა და აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია.

“ტყუილია, ვინ გითხრათ ეს? დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. მთავრობის განკარგულება არსებობს, ვის ეკუთვნოდა უფასოდ, ყველასთვის ისევ უფასოა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეიდან სწრაფი და PCR ტესტები ფასიანი გახდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია