რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კორონავირუსით 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე კლინიკაში სხვა დეტალებზე ვერ საუბრობენ.

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა სპორტსმენი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 12 დღის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია