კოვიდასპორტების რეიტინგი: რომელი ვაქცინის პასპორტია მსოფლიოში ყველაზე „ძლიერი“?
Henley&Partners-ი რეგულარულად აქვეყნებს 200-მდე ქვეყნის პასპორტის რეიტინგს, რომელშიც ამა თუ იმ პასპორტის „სიძლიერე“ მისი მფლობელისათვის უცხო ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლით იზომება. თუმცა კოვიდ-19-ის პირობებში გაჩნდა მეორე პასპორტი, რომელიც პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი, მაგრამ არანაკლებ „წონიანია“ საზღვარგარეთ მოგზაურობისას. საუბარია კოვიდპასპორტებზე, რომლის ინდექსიც Henley&Partners-მა 2021 წლის მეოთხე კვარტალის ანგარიშის ფარგლებში შეისწავლა.

აღნიშნულზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ ვაქცინების იერარქიას, ანუ რომელი ვაქცინის პასპორტით რამდენ ქვეყანაში მიგიღებენ:

1. AstraZeneca - დამტკიცებულია 120-ზე მეტი ქვეყნის მიერ;
2. Pfizer–BioNTech – 98 ქვეყანა;
3. Sputnik – 71 ქვეყანა;
4. Moderna – 69 ქვეყანა.

როგორც რეიტინგი აჩვენებს, ვაქცინების უპირობო ლიდერი AstraZeneca-ა, ხოლო ყველაზე დაბალი „ავტორიტეტით“ Moderna სარგებლობს.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია