დღეიდან საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია იწყება
დღეიდან საქართველოში კორონავირუსზე 12 წლიდან ბავშვების ვაქცინაცია დასაშვები გახდა. საუბარია იმ მოზარდებზე, რომლებიც რისკჯგუფებს განეკუთვნებიან.

ბავშვებს მხოლოდ "ფაიზერის" ვაქცინით აცრიან.

„12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების აცრის რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის ამ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიიღო ფართო ვაქცინაციის გადაწყვეტილება ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე ბავშვებზე. აქაც იკვეთება ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა, ან სხვა ქვეყანაში ჩაიტარა უკვე ვაქცინაცია და მეორე დოზა აქვს ჩასატარებელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ. რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნებიც ინდივიდუალურ საფუძველზე იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია