კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისის მასშტაბით 55 საბავშვო ბაღია დაკეტილი
თბილისში არსებული 186 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღიდან, დღეის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, 55 ბაგა-ბაღი დაკეტილია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს საკარანტინო ვადის, 12 დღის გასვლისთანავე განაახლებენ.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, 32 ბაგა-ბაღის შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებული აღსაზრდელი იყო, ხოლო 23 შემთხვევაში ბაღის თანამშრომელი.

ცნობისთვის, ბაგა-ბაღების მუშაობა 4 ოქტომბერს განახლდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია