გრიპზე უფასო ვაქცინაცია ნებიმიერი მსურველისთვის 1 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდ 1 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.

NCDC-ის ცნობით, გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. 4-კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს.

მინისტრის მოადგილემ პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ ინტერვალის დაცვა გრიპისა და COVID-ვაქცინებს შორის რეკომენდებული არაა.

„შესაძლოა, რომ ორივე ერთდოულად გაკეთდეს. თუმცა თუ პაციენტს სურს, რომ იყოს გარკვეული ინტერვალი, შესაძლებელია ესაც”, – განმარტავს გაბუნია.

სეზონურ გრიპთან დაკავშირებით გაეცანით NCDC-ის მიერ მომზადებულ ინფორმაციას;


წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია