რამდენი ადამიანი აიცრა ბუსტერ დოზით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 94 457 ადამიანს.

მათივე ცნობით, 12 იანვრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 577 637 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 302 036 ადამიანი - >18 ასაკის მოსახლეობის 45.3%.

სრულად ვაქცინირებულია 1 179 411 ადამიანი - >18 ასაკის მოსახლეობის 41.1%

11 იანვარს აიცრა 10 688 ადამიანი.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია