აღმოჩენილია გენი, რომელიც COVID-19-ის სიმძიმეზე ახდენს გავლენას
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ნეძელსკიმ განაცხადა, რომ პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც გავლენას კორონავირუსის მიმდინარეობის სიმძიმეზე ახდენს გავლენას.

სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ "რისკის ელემენტი" "ენეტიკურ სტრუქტურასთან" არის დაკავშირებული. ნეძელსკიმ დეტალურად ისაუბრა მეცნიერების ნამუშევრებზე, რომლებიც სხვადასხვა ინდიკატორებს (ასაკი, ფიზიკის მახასიათებლები და ა.შ.) ამოწმებდნენ.

"ჩვენ მოვახერხეთ ფაქტორის იდენტიფიცირება, რომელიც, შესაძლოა, იერარქიაში მეოთხედ იყოს კვალიფიცირებული, თუ საუბარი COVID-19-ის მიმდინარეობის სიმძიმეზე გვაქვს. ეს ფაქტორი არის სპეციფიკური გენი, სპეციფიკური მიდრეკილება, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა იმ ფაქტორებისა, რაზეც ვისაუბრეთ, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, პაციენტი COVID-19-ს რთულად გადაიტანს, თუ სტანდარტულად", - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, პოლონელი მეცნიერების აღმოჩენა მომავალში საშუალებას მისცემს, გამოავლინონ ადამიანები, რომლებსაც დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობისადმი აქვთ მიდრეკილება. იგეგმება სწრაფი გენეტიკური ტესტის შექმნაც.

წყარო: report.ge
Print