ჯანდაცვის სამინისტრო ბუსტერის მეორე დოზის ყველასთვის დაშვებას ჯერ მხარს არ უჭერს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტრო ვერ მიჰყვება იმუნიზაციის საბჭოს რეკომენდაციას, რაც 18 წლიდან პირებისთვის ბუსტერის მეორე დოზის გაკეთებას გულისხმობს.

როგორც გაბუნია ამბობს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციების პრაქტიკას მიჰყვება, რომლებიც ვაქცინის მეოთხე დოზას [ბუსტერის მეორე დოზა] მხოლოდ 50 წელს გადაცილებულ პირების შემთხვევაში უწევენ რეკომენდაციებს.

„COVID-19-ის საწინააღმდეგო დამატებით ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით, აშშ-სა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეორე ბუსტერ დოზა რეკომენდებულია 50 წლის ზემოთ და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში. 18 წლის ზევით პირებში, ჯერჯერობით, არცერთ ამ ორგანიზაციას, მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია. შესაბამისად, საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრო კვლავაც მიჰყვება იმ პროტოკოლს, რომლის თანახმად დამატებითი ბუსტერ დოზა რეკომენდირებული 50 წელს გადაცილებულ პირებში.

ასევე, იმ მოქალაქეებში, რომელთაც რაიმე ქრონიკული დაავადება აქვთ და სამედიცინო პერსონალისთვის. გამონაკლისში შედიან ის პირები, [ასაკის მიუხედავად] რომელებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან და მიმღები ქვეყანა მოითხოვს დამატებით ბუსტერ დოზას",
- აცხადებს გაბუნია. დღეს ცნობილი გახდა, რომ იმუნიზაციის საბჭომ ბუსტერის მეორე დოზის გაკეთებაზე რეკომენდაცია გასცა.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები