ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა თვეში ერთხელ განახლდება - ჯანდაცვის სამინისტრო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ქვეყანაში კორონავირუსის სტატისტიკას ყოველი კვირის სამშაბათს აქვეყნებდა, დღეს კი NCDC-ის ვებგვერდზე ინფორმაცია არ განახლებულა.

საკითხთან დაკავშირებით BM.GE-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუმარტეს, რომ ამის შემდეგ კოვიდსტატისტიკა ყოველთვიურად განახლდება. შემდეგი ინფორმაცია კი ოქტომბრის პირველ რიცხვებში გამოქვეყნდება.

უწყებაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურია დაღმავალი ტენდენციით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევები მარტივად მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები