საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი იმუნიტეტის
გამოსამუშავებლად კორონავირუსის აცრა უნდა გაუკეთდეს მოსახლეობის
60%-ს მაინც.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 7 940 PCR ტესტით.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკეტერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფექციის
გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ იძლევა საშუალებას,
რომ სკოლების გახსნაზე ისაუბრონ.