მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო და
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ,
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 77
584 კვლევა ტესტით, მათ შორის 47 972 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29
612 PCR ტესტით.
საქართველოში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.