კობა მურადაშვილის 4 წლიანი ანგარიშის წარდგენაზე სტუმრებს 2 990 ლარად გაუმასპინძლდნენ
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საქმიანობის ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა. დმანისის მერიის მიერ 24 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მერმა, დამსწრე საზოგადოებას ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია.

დმანის მერის ოთხწლიანი ანგარიშის წარდგენაზე სტუმრების გამასპინძლებისათვის მერიამ გამარტივებული წესით ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე მანანა ხორგუანთან გააფორმა. დმანისის მერიასა და ხორგუანს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის

ანგარიშის წარდგენაზე მოწვეული სტუმრების მიღება-გამასპინძლება 2 990 ლარი დაჯდა. გამარტივებულ შესყიდვაში სხვა დეტალები აღნიშნული არაა.

„ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ილია ჯალაღანია, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დელეგატი, დავით შერაზადაშვილი, ქალაქ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები“. - აღნიშნულია დმანისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

დმანისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ანგარიშის წარდგენისას კობა მურადაშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და მოსახლეობის კითხვებსაც გასცა პასუხი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები