სოფელ ჯაპალაში ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
29 მარტს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპალაში ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება იადიგარ ნოვრუზოვის მხარდაჭერით, „ნათელი მომავლის ახალგაზრდული ცენტრისა“ და განათლებისა და კულტურის ცენტრ „ფილარას“ ორგანიზებით განხორციელდა.




ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებისთვის ეროვნული ღირებულებების უფრო ახლოს გაცნობა და ნოვრუზის ტრადიციების შენარჩუნება იყო. 




ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს შორის

ინტელექტუალური შეჯიბრიც ჩატარდა, სადაც მათ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხეს. ღონისძიების დასასრულს იადიგარ ნოვრუზოვმა გამორჩეულ მონაწილეებს ფულადი ჯილდოები გადასცა.

გამარჯვებულებს ასევე გადაეცათ სერტიფიკატები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები