დღეს, 2 აპრილს, მარნეულში კაცი დაჭრეს.
მძიმე ჭრილობით დაშავებული კაცი ადგილობრივ
კლინიკაში გადაიყვანეს,
სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რადიო "მარნეულს" კაცის გარდაცვალება შინაგან საქმეთა სამინისტროში
დაუდასტურეს.
შსს-ს განცხადებით საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განძრახ
მკვლელობას გულისხმობს.
რადიო "მარნეული"