მარნეულის სოფელ ახკულაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა 454 910 ლარად იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ ახკულაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოებისათვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადების მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია სასმელი წყლის ჭაბურღილის და შიდა ქსელის მოწყობა.

„პროექტი ფარგლებში მოეწყობა ახალი სასმელი წყლის ჭაბურღილი 160 მეტრის სიღრმით. ჭაბურღილიდან მაგისტრალური მილსადენის საშუალებით სიგრძით წყალი ჩაიღვრება საპროექტო რეზერვუარში.
სოფელ ახკულაში ასევე მოეწყობა შიდა ქსელი სხვადასხვა დიამეტრის მილებით. შიდა ქსელის მასალები შერჩეულია ჰიდრავლიკური ანგარეიშების და

ქვეყანაში არსებული ნორმების მიხედვით. შიდა ქსელში მოეწყობა ჭები ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულებით, სახანძრო ჰიდრანტები და მრიცხველები“.
- აღნიშნულია საპროექტო წინადადებაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ახკულაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობას 454 910 ლარად გეგმავს. პროექტისათვის გამოყოფილი თანხის 95% სახელმწიფო, ხოლო 5% ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა დაინტერესებულ პირებს 19-დან 24 აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღის განმავლობაში შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები