სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის
ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო
კონტროლის შედეგად, მარნეულში, სოფელ დამია-გიურარხში, პესტიციდებისა
და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტი შპს „უმკა
ჯორჯია“ გამოვლინდა. ბიზნესოპერატორი რეგისტრაციისა და სააგენტოს მიერ
მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტშიც პესტიციდების რეალიზაცია სავალდებულო
აღიარების გარეშე ხდებოდა ინდივიდუალური მეწარმე მ.ყ.-ს მიერ (მის:
ხაშური, იმერეთის ქუჩა N10).
კანონმდებლობის შესაბამისად, ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და
შეზღუდვა
დაეწესა აგროქიმიკატების ვაჭრობასა და რეალიზაციაზე
რეგულაციების დაუცველობის პირობებში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სპეციალიზებული ობიექტის
ფუნქციონირებისთვის სავალდებულოა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით
აღიარება, რაც მოიცავს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და
უსაფრთხოების წესების სრულად დაცვას.