დმანისის მერიამ რუსთაველის ქუჩის რებილიტაციისთვის 621 235 ლარის ღირებულების ტენდერი მეორედ გამოაცხადა
დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქ დმანისში რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ტენდერი განმეორებით გამოაცხადა. დმანისის მერია კვლავ 621 235 ლარად გეგმავს სამუშაოების შესყიდვას.

პირველი ტენდერი მუნიციპალიტეტმა 19 თებერვალს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა სამმა კომპანიამ, შპს „ლუკ ტრანს ჯორჯია“, შპს „კადაკა“ და შპს „თბილისის ბურჯი N13“ მიიღეს. დმანისი მერიამ სამივე კომპნიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

დმანისი მერიამ ქალაქ

დმანისში, რუსთაველის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისათვის მეორე ტენდერი 3 აპრილს გამოაცხადა. სატენდერო წინადადების მიხედვით, რუსთაველის ქუჩაზე 600 გრძ.მ მონაკვეთის რეაბილიტაცია მოხდება. თანხა სრულიად დმანისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 19-დან 24 აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდში შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები