გარდაბნის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
გარდაბანში ქრთამის აღების ფაქტზე მერიის ზედამხედველობის და ტექნიკური განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელემ, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში შედგენილი ფარული სამუშაოების აქტების ხელმოწერით დადასტურების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებული თანხის აღების ფაქტზე

დააკავეს, ხოლო ფულადი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მკაცრად აფრთხილებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ კორუფციული დანაშაულისგან“. - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები