გარდაბნის მერია სტადიონის მოწყობას 207 080 ლარად გეგმავს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქ გარდაბანში სტადიონის მოწყობას გეგმავს. გარდაბნის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, სტადიონი ქალაქ გარდაბნის N4 საჯარო სკოლაში მოეწყობა.

სატენდერო წინადადების მიხედვით, გარდაბნის მერია სტადიონის მოწყობას 207 080 ლარად აპირებს. თანხა

სრულიად სახელწმიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 14-დან 17 აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში შეასრულოს.

რადიო „მარნეული“



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები