საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმას,
ქენან ისმაილოვს ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით წაუყენა და
სასამართლოს მისი პატიმრობაში დატოვების მოთხოვნით მიმართავს.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვოთ, პროკურატურამ
მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების
ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების
ფარგლებში დადგინდა, რომ 2026 წლის 6 აპრილს, მარნეულის
მუნიციპალიტეტში, ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით მომხდარი
შელაპარაკების გამო, ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად, ხელკეტების
გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს."
- აღნიშნულია პროკურატურის განცხადწბაში
ქენან ისმაილოვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე
ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯგუფურად)
წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
"
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ
ვადაში მიმართავს". - აღნიშნავს პროკურატირა
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შინაგან
საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა
პირების გამოვლენის მიზნით.