წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფლებს შორის
დამაკავშირებელი
ორი გზის მოწყობას 6 737 291 ლარად გეგმავს. წალკის მერიამ სოფლების
დამაკავშირებელი გზების მოწყობისათვის ორი ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო წინადადებების მიხედვით, იგეგმება ბარეთი-ლივადის და
კოხტა-ჩრდილისუბნის დამაკავშირებელი გზების მოწყობა.
წალკის მერიის მიერ გამოცხადებული ერთი ტენდერის მიხედვით, 3 353 495
ლარის დახარჯვაა დაგეგმილი სოფელ კოხტასა და ჩრდილისუბნის
დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის. სატენდერო
წინადადების მიხედვით,
სარეაბილიტაციო მონაკვეთის საერთო სიგრძე
შეადგენს 5,043 კმ-ს, რომელიც მთლიანად გადის წალკის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე.
მეორე ტენდერის მიხედვით, 3 383 796 ლარადაა დაგეგმილი სოფელ ბარეთისა
და ლივადის დამაკავშირებელი გზების დაგება. სატენდერო წინადადების
მიხედვით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის საერთო სიგრძე შეადგენს 5,094
კმ-ს.
სოფლების დამაკავშირებელი გზების მოწყობისთვის გამოყოფილი თანხა
სრულიად წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. ტენდერებში
მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების
წარდგენა პირველიდან 6 მაისამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული
კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან
2027 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში შეასრულოს.
რადიო „მარნეული“