ქალაქ წალკაში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა 265 491 ლარად იგეგმება
წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქ წალკაში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობას გეგმავს. წალკის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, საპირფარეშოს მოწყობა ქალაქის ცენტრში, მერაბ კოსტავას და არისტოტელეს ქუჩების კვეთაზე, იგეგმება.

საპროექტო წინადადების მიხედვით, საზოგადოებრივი საპირფარეშოს ფართობი 51 კვ.მ იქენქბა.

წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქ წალკაში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობას 265 491 ლარად აპირებს. თანხა სრულიად ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

წალკაში საზოგადოებრივი

საპირფარეშოს მოწყობის ტენდერში მონაწილეობა კომპანიებს პირველიდან 4 მაისამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში შეასრულოს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები