მარნეულში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
დღეს, 24 აპრილს, დაახლოებით 17:45 საათზე, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "BMW"-სა და "Opel"-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. დარტყმის შედეგად "BMW" გზის

პირას გაჩერებულ "Prius"-ს შეეჯახა.

​თვითმხილველების თქმით, "BMW"-ს მარკის ავტომობილი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები