სოფელ ყიზილაჯლოში ხრამ არხზე ახალი ხიდის მშენებლობა 220 856 ლარად იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ხრამ არხზე ახალი ხიდის მოწყობა იგეგმება. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადების მიხედვით, ახალი ხიდის მშენებლობაში 220 856 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. თანხა სრულიად მარნეულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

„ხიდის სიგრძე 8.7 მ, სავალი ნაწილის გაბარიტული სიგანეა 4.5 მ, მალის ნაშენის მთლიანი სიგანეა 5.1 მ. სანაპირო ბურჯების ორივე მხარეს გათვალისწინებულია

მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციის საყრდენი კედლების მოწყობა“.
- აღნიშნულია ხიდის მოწყობის ტენდერში

სოფელ ყიზილაჯლოში ხრამ არხზე ახალი ხიდის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა კომპანიებს 4-დან 7 მაისამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები