გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების
მართვის კოდექსის დარღვევის
912 ფაქტი
გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან
364 მუნიციპალური ნარჩენებით
გარემოს დანაგვიანების ფაქტია.
111 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს
დანაგვიანება,
159- მუნიციპალური არასახიფათო
ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა,
31 - კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით
ტერიტორიის დაბინძურება,
21- ცხოველის სხეულის
ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/
დაბინძურება,
63 -
კომპანიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური
ვალდებულებების შეუსრულებლობა,
20- სახიფათო
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების
შეუსრულებლობა,
143კი - სხვა დარღვევა.
აღსანიშნავია, რომ რეგიონების მიხედვით, ნარჩენების მართვის კოდექსის
დარღვევის ყველაზე მეტი -
265 ფაქტი გამოვლენილია
ქვემო ქართლში.
114 სამართალდარღვევა დაფიქსირდა
მცხეთა-მთიანეთში,
83 - სამცხე-ჯავახეთში,
80 - კახეთში,
73 -აჭარაში,
66 - შიდა ქართლში,
41 - იმერეთში,
21 - სამეგრელო-ზემო სვანეთში,
7 -
გურიაში,
1 ფაქტი კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო
სვანეთში.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც - 2026 წლის პირველ 3
თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის
161
ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განმარტებით,
დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ
პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი
სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა.
ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ
შეტყობინებაზე.