თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქ
თეთრიწყაროში ქუჩების ნაწილის,
მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელებისა და ეზოების
სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს.
თეთრიწყაროს მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ორბელიანის
ქუჩაზე იგეგმება 200 მეტრი სიგრძის რკინაბეტონის გზის მოწყობა და
სხვადასხვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მისასვლელებისა და
ეზოების მოწყობა.
„ფარნავაზის და ბაგრატიონის ქუჩებიდან მრავალბინიან
საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების (265 მ), ეზოების
სარეაბილიტაციო სამუშაოების და ქ. თეთრიწყაროში, თამარ მეფის ქ.№1 და
№3 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების (230 მ) და
ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა“. -
აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში
ქალაქ თეთრიწყაროში გზების, მრავალბინიან საცხოვრებლებთან
მისასვლელისა და ეზოების მოწყობა 744 335 ლარად იგეგმება. თანხის 95%
სახელმწიფო, ხოლო 5% ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან
დაიხარჯება.
ტენდერში მონაწილეობა კომპანიებს 13-დან 18 მაისამდე პერიოდში
შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები
ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღის განმავლობაში შეასრულოს.
რადიო „მარნეული“