ბოლნისში მომხდარი ავარიის ფაქტზე მძღოლი დააკავეს. ინფორმაცია რადიო
მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე
მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის
დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქილაგირში ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად მცორეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული
ინფორმაციის მიხედვით, 11 წლის ბავშვი ველოსიპეტით გადაადგილდებოდა რა
დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. რადიო “მარნეულის”
ინფორმაციით მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე
გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები მარნეულში “ავერსის”
კლინიკასთან შეიკრიბნენ. დააზიანეს კლინიკისა ინფრასტრუქტურა რის
შემდეგაც მარნეულის ცენტრალური მოედნისაკენ გადაინაცვლნეს.
იმედი
უსამართლობაში – რას გვიჩვენებს ტრაგედია ბოლნისის გზაზე?