თამარისისა და დიდი მუღანლში ელექტრო მოწყობილობით უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლსა და იმერეთში ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

ორი სამართალდარღვევა დაფიქსირდა მარნეულის მუნიციპალიტეტი-ს სოფლების — თამარისისა და დიდი მუღანლოს მიმდებარედ. მოქალაქეებმა მდინარეებზე — მტკვარი-სა და ხრამი-ზე აკრძალული საშუალების, ელექტროიარაღის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში დაახლოებით 6 კილოგრამი ხრამულის სახეობის თევზი.

ელექტროიარაღით თევზჭერის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა თერჯოლის მუნიციპალიტეტი-ს სოფელ ღვანკითში, სადაც სამართალდამრღვევმა დაახლოებით 3 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი უკანონოდ მოიპოვა.

ვინაიდან ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, სამივე ფაქტის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღნიშნავს, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-

ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, ხოლო სამინისტროს ცხელ ხაზზე — 153-ზე შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერ რეაგირებას უზრუნველყოფენ.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, ქვეყნის მასშტაბით უკანონო თევზჭერის 85 ფაქტია გამოვლენილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები