ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა დაბა თამარისში
შიდა საავტომობილო გზის მოწყობას გეგმავს.
ბოლნისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, შიდა გზები
მესამე და მეხუთე მონაკვეთებზე დაიგება.
მესამე მონაკვეთზე 115 მეტრის სიგრძის, ხოლო მეხუთე მონაკვეთზე 195
მეტრის სიგრძის გზის საფარი უნდა დაიგოს.
გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, დაბა თამარისში შიდა გზების
დაგებისათვის 485 000 ლარი დაიხარჯება. თანხის 95% სახელმწიფო, ხოლო
5%
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან
დაიხარჯება.
დაბა თამარისში შიდა გზების დაგების ტენდერში მონაწილეობა კომპანიებს
22-დან 27 მაისამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია
ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 105 დღის
განმავლობაში შეასრულოს.
რადიო „მარნეული“