აღსრულების ბიურო მარნეულში 3 უძრავ ქონებას აუქციონით ყიდის
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო მარნეულში 3 უძრავ ქონებას აუქციონის წესით ყიდის. აუქციონების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს გასაყიდად აქვს გამოტანილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, შაუმიანსა და ქალაქ მარნეულში არსებული უძრავი ქონება.

ქალაქ მარნეულში 1 500 კვ.მ სასოფლო მიწა 49 000 ლარად იყიდება. აუქციონზე ბიჯის ფასი 980 ლარს შეადგენს. აუქციონზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, მიწა

98 000 ლარადაა შეფასებული. აუქციონი 7 მაისს სრულდება.

სოფელ შაუმიანში აღსრულების ეროვნული ბიურო 2 100 კვ.მ მიწის ნაკვეთს 6 075 ლარად ყიდის, ბიჯის ფასი 81 ლარია. აუქციონზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, მიწა 8 100 ლარადაა შეფასებული. აუქციონი 7 მაისს სრულდება.

აღსრულების ეროვნული ბიურო სოფელ შულავერში სასოფლო მიწისა და საცხოვრებელი სახლის ერთი მეათედის გასხვისებას გეგმავს. აუქციონის მიხედვით, 4 650 ლარად იყიდება 1 254 კვ.მ უძრავი ქონების 1/10 ნაწილი. აუქციონის ბიჯის ფასი 62 ლარია. აუქციონი 11 მაისს სრულდება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო უძრავ ქონებას ყიდის იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ვერ ასრულებს დაკისრებულ ფინანსურ ვალდებულებას და კრედიტორი ითხოვს იძულებით აღსრულებას.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები