გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა
ექსკურსია-ლაშქრობის მომსახურებას შეისყიდის.
მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, პროგრამის „შემოიარე
საქართველო 2026“-ს ფარგლებში დაგეგმილი ექსკურსია-ლაშქრობებისათვის
59 900 ლარი დაიხარჯება.
„შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 6 (ექვსი)
ექსკურსია-ლაშქრობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. თითოეული ტური
გათვლილია 18 ადამიანზე. ოთხი ექსკურსია უნდა მოიცავდეს გართობის
ნაწილს, კერძოდ, გუნდურ და ინდივიდუალურ თამაშებს გამარჯვებულების
გამოსავლენად ტურების დროს ყველა მონაწილისთვის უზრუნველყოფილი უნდა
იყოს სანახავი ადგილებისთვის დაწესებული საფასური. ტურების დროს
გათვალისწინებული უნდა იყოს დახურულ სივრცეში კვების
უზრუნველყოფა“. - აღნიშნულია ტენდერში
გარდაბნის მერია ექსკურსიებს შემდეგი მიმართულებებით გეგმავს:
1. ექსკურსია-ლაშქრობა (ჯომარდობა) ფშავში - 14 ივნისი (ერთ დღიანი
ტური)
2. ვარძია - ბორჯომი (ჯომარდობა) ორ დღიანი ტური 20- 21 ივნისი
3. ყაზბეგი- ჯუთა ( ორ დღიანი ტური) 1-2 აგვისტო
4. ზემო სვანეთი (სამ დღიანი ტური) 6-7-8 აგვისტო
5. რაჭა -ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი (სამ დღიანი ტური) 14-15-16
აგვისტო
6. ძამას ხეობა (ერთ დღიანი ტური) 30 აგვისტო