თეთრიწყაროში იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

პოლიციამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა

მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 35 ვაზნა.

სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები