თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქ
თეთრიწყაროში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის
ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობასა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის
ფასადის, სარინელის რეაბილიტაციას, ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას,
ლანდშაფტურ დიზანისა და დენდროლოგიის სამუშაოების განხორციელებას
გეგმავს.
თეთრიწყაროს მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, თამარ
მეფის ქუჩა N35-ში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ეზოს
კეთილმოწყობაა დაგეგმილი, რაც გულისხმობს ღობის, ავტოსადგომის,
ლამპიონების, საპარკე სკამებისა და სანაგვე ურნების მოწყობას.
„ნაკვეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოეწყობა 4 ადგილიანი
ავოსადგომი. მოეწყობა აგრეთვე ბეტონის საფარის საფეხმავლო ბილიკი,
რომელიც შემოსაზღვრული იქნება ბაზალტის ბორდიურით. ავტოსადგომსა და
ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოეწყობა
ბეტონის საფარი. პროექტით გათვალისწინებულია საპროექტო ტერიტორიაზე
ნოყიერი ნიადაგის შემოტანა და ასევე ბალახის საფარის მოწყობა.
დაგეგმილია ასევე ეზოს ტერიტორიაზე მცენარეების დარგვა, კერძოდ:
ფოტინიასა და დიდფოთლა აბელიას ბუჩქები“. - აღნიშნულია
საპროექტო წინადადებაში
თეთრიწყაროს მერია ასევე გეგმავს თამარ მეფის ქუჩა N33-ში მდებარე
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფასადების რეაბილიტაციისა და ეზოს
კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებასაც.
„პროექტითგათვალისწინებულია მხარეთმცოდნეობის
მუზეუმისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოებისჩატარება, რაც გულისხმობს:
მთავარი შესასვლელი ხის კარის რეაბილიტაციას- ფერადი მინის დეტალის
დამატებას, ასევე სარდაფში შესასვლელი კარების მოწყობას- მოეწყობა
სამი კარი ლითონის ჭედური ორნამენტებით, ასევე სარდაფის სართულს და
პირველ სართულზე ყველა არსებულ ფანჯარას დაუყენდება ლითონის გისოსები,
დაგეგმილია სარდაფის ღიობებში ცხაურების განთავსება, შენობის ყველა
ფასადზე არსებულ ქვის კარნიზებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, მესამე
სართულის ჩრდ.აღმოსავლეთ, სამხ.აღმოსავლეთ და სამხ.დასავლეთ ნაწილში
არსებული სვეტები შეილესება, შეიფითხნება, შეიღებება. ასევეფასადზე
განთავსებული ყველა კარ-ფანჯრის ფერდობების შეილესვა, შეფითხვნა,
შეღებვაა გათვალისწინებული“. - აღნიშნულია პროექტში
პროექტით ასევე გათვალისწინებულია ეზოს კეთილმოწყობის და გამწვანების
სამუშაოები და ასევე ეზოში შემდეგი ობიექტების განთავსება: ფანჩატური,
ხეივანი ორი სხვადასხვა ზომის და არქეოლოგიური გათხრებისათვის
სივრცე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ
გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, სამუშაოებში 900 668 ლარის
დახარჯვაა დაგეგმილი. თანხის 16,73% ადგილობრივი თვითმმართველობის,
ხოლო 83,27% სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
ტენდერში მონაწილეობის მიღება კომპანიებს 31 მაისიდან 5 ივნისამდე
პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღის განმავლობაში
შეასრულოს.
რადიო „მარნეული“