მარნეულში, 1 ივნისს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი
მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და მარნეულელი მხატვრის,
ხაიალა მუსტაფაევას პერსონალური გამოფენა „ჩემში დარჩენილი ბავშვური
სული“ გაიმართა. ღონისძიება „აზერბაიჯანული სახლისა“ და საქართველოს
აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის (GAIM) ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონის საზოგადოებრივი წარმომადგენლები,
ინტელიგენციის წევრები, ახალგაზრდები, პედაგოგები და საბავშვო ბაღების
აღსაზრდელები.
ღონისძიება გახსნა „აზერბაიჯანული სახლისა“ და GAIM-ის დირექტორმა,
მუჰაბათ იმანოვმა, რომელმაც
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის
მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მაღალი შეფასება მისცა მხატვარ ხაიალა
მუსტაფაევას შემოქმედებას და გამოფენილ ნამუშევართა მხატვრულ და
სულიერ ღირებულებაზე გაამახვილა ყურადღება.
ხაიალა მუსტაფაევამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გამოფენის
მთავარი თავისებურება მისი ბავშვებისთვის მიძღვნაა. მხატვარმა ხაზი
გაუსვა ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის
მნიშვნელობას.
ღონისძიებაზე გამოსულმა საზოგადოებრივმა მოღვაწეებმა ბავშვების
მრავალმხრივ განვითარებაში განათლების, კულტურისა და ხელოვნების
მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, GAIM-ის ბაზაზე მოქმედმა
„სარვანის“ ფოლკლორულმა ანსამბლმა აზერბაიჯანული და ქართული ეროვნული
ცეკვები შეასრულა. ასევე, ქართული ენის პედაგოგის, ანა ალახვერდოვას
ხელმძღვანელობით, მუსიკალური ნომრები გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის მოეწყო ხატვის კონკურსები,
სხვადასხვა გასართობი და შემოქმედებითი აქტივობები. დასასრულს
სტუმრები ხაიალა მუსტაფაევას გამოფენას გაეცნენ, ბავშვებს საჩუქრები
გადაეცათ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.