მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამი
სმარტფონი იყიდა.
მარნეულის მერიასა და შპს „პისიშოპ.ჯი“-ს შორის გაფორმებული
ხელშეკრულების მიხედვით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ Xiaomi-ს
ფირმის Redmi Note 14-ის მოდელის სამი ტელეფონი გამარტივებული წესით
შეისყიდა.
გამარტივებული შესყიდვის მოხსენებითი ბართაის მიხედვით, ტელეფონები
მერიის სამსახურებისათვის შეისყიდეს.
“მოგახსენებთ, რომ ადამიანური რესურსების მართვის
განყოფილების უფროსის ირინე მაჭარაშვილის მოხსენებითი ბარათის,
ადგილიბრივი მოსაკრებელის განყოფილების უფროსის დავით ბაბლუანის
მოხსენებითი ბარათის და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების
სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათების თანახმად, სამსახურებრივი
უფლებამოსილების ეფექტურად და ხარისხიანად განხორციელებისათვის
შესაძენია სამი ერთეული მობილური ტელეფონი”. -
აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ერთ
სმარტფონში 429 ლარი გადაიხადა. მერიამ შპს “პისიშოპ.ჯი”-ს
ტელეფონებში სულ 1 307 ლარი გადაუხადა.
რადიო “მარნეული”