მარნეულელმა მოკრივეებმა ჭიათურაში გამართულ ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
მარნეულის სპორტული სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჭიათურაში ორი ლეგენდარული ქართველი მოკრივის – თენგიზ ჩაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მარნეულელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.

26–30 ივნისს გამართულ შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მოკრივეებმა 1 ოქროსა

და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს:
  • ანრი ნავერიანი – I ადგილი (75 კგ);
  • საშა გელბახიანი – III ადგილი (80 კგ);
  • ცოტნე თალახაძე – III ადგილი (80+ კგ).
სპორტსმენების პირადი მწვრთნელი დავით ნავერიანია

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები