მარნეულელმა მოჭიდავეებმა თბილისის ტურნირზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
თბილისში, მამუკა სულტანიშვილის სახელობის სპორტულ არენაზე, დამსახურებული მწვრთნელის, გურამ გულადიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 2011–2016 წლებში დაბადებული (U-15) ახალგაზრდა სპორტსმენები სხვადასხვა წონით კატეგორიაში.

ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის (GAIM) ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა, რომლებმაც საპრიზო ადგილების დაკავება შეძლეს:
  • ომარ მურსაქულოვი — I ადგილი და ტურნირის ჩემპიონობა;
  • ჯესურ მუსტაფაევი — III

    ადგილი და ბრინჯაოს მედალი.
საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები ორგანიზატორებმა დიპლომებით, მედლებითა და 150 ლარის ღირებულების სასაჩუქრე სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

სპორტსმენების მწვრთნელი ელჩინ მუსტაფაევია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები