ქვემო ქართლის ნაწილს ბუნებრივი გაზის მიწოდება უკვე შეუწყდა
წითელი ხიდი – წალკა – ახალქალაქის მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 6 ივლისის დილის 06:00 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება ოფიციალურად შეწყდა.

გაზმომარაგების შეზღუდვა 9 ივლისის 09:00 საათამდე გაგრძელდება და ის ქვემო ქართლის მასშტაბით მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს ეხება. კერძოდ:

მარნეულის მუნიციპალიტეტი - გაზი გაეთიშა 72 დასახლებას (მათ შორის ქალაქ მარნეულს, იგეგმება ეტაპობრივი აღდგენა);

დმანისის მუნიციპალიტეტი - შეზღუდვა შეეხო 34 დასახლებას (ქალაქ დმანისის ჩათვლით);

ბოლნისის

მუნიციპალიტეტი
- ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩა 31 დასახლება (ქალაქ ბოლნისისა და დაბა კაზრეთის ჩათვლით).

კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა 9 ივლისის 09:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგება.

„სოკარ ჯორჯია გაზი“ უსაფრთხოების ნორმების დასაცავად აბონენტებს მოუწოდებს, გაზის მიწოდების აღდგენამდე ყველა გაზის დანადგარი და ონკანი ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები