ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვემო ქართლშია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 664 ფაქტი დაფიქსირდა.

უწყების სტატისტიკის მიხედვით, სამართალდარღვევები სახეობების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
  • 713 ფაქტი – გარემოს დანაგვიანება მუნიციპალური ნარჩენებით;
  • 267 ფაქტი – მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა;
  • 250 ფაქტი

    – გარემოს დანაგვიანება სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით;
  • 240 ფაქტი – კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა;
  • 85 ფაქტი – ტერიტორიის დაბინძურება კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით;
  • 46 ფაქტი – გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება ცხოველის სხეულის ნარჩენებით;
  • 5 ფაქტი – სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
  • 1 058 ფაქტი – სხვა სახის დარღვევები.

რეგიონულ ჭრილში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი — 654 ფაქტი ქვემო ქართლში გამოვლინდა. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მონაცემები ასეთია:

  • კახეთი – 372
  • მცხეთა-მთიანეთი – 250
  • აჭარა – 200
  • იმერეთი – 184
  • შიდა ქართლი – 176
  • სამცხე-ჯავახეთი – 146
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 130
  • გურია – 18
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2
ამასთანავე, 2026 წლის პირველ 6 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა დედაქალაქში სამართალდარღვევის 532 ფაქტი დააფიქსირეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები