მარნეულელმა ბიჭმა სკოლა ერთი წლით ადრე დაამთავრა და სამედიცინო
ფაკულტეტზე აპირებს ჩაბარებას
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანიდან სამინ ასლანოვმა,
რომელიც 2008 წლის 8 დეკემბერს დაიბადა, სკოლა ექსტერნატის წესით ერთი
წლით ადრე დაამთავრა - 12 წლის ნაცვლად 11 წელში. ერთიან ეროვნულ
გამოცდებზე უნარების ტესტი მშობლიურ, აზერბაიჯანულ ენაზე ჩააბარა და
69 ქულა დააგროვა.
უნივერსიტეტების სიაში პირველ ადგილზე ტბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი ჩაწერა. საბოლოო შედეგი ჯერ
ცნობილი არ არის - ეს გადაწყდება განაწილების ეტაპზე, ქულების
მიხედვით.
სამინი ამბობს, რომ გამოცდებისადმი ინტერესი მეექვსე კლასიდან
გაუჩნდა, და მას შემდეგ ტბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში
ჩაბარება ჰქონდა მიზნად დასახული.
მისი გეგმები მედიცინაშიც უკვე კონკრეტულია - ყველაზე მეტად
კარდიოქირურგია აინტერესებს. თავად ამბობს, რომ ქირურგიისადმი
ინტერესი ბავშვობიდან აქვს.
სამინი ასახელებს რეპეტიტორებს, რომლებიც გამოცდებისთვის
ემზადებოდა - ნურედდინ ჰასანოვი და ელმინაზ ოსმანოვა ასევე
მოსამზადებელი ცენტრი ÜQK.
ახლა სამინი განაწილების შედეგებს ელოდება. თუ ქულები ეყოფა, მისი
ბავშვობის ოცნება - გახდეს ექიმი, კონკრეტულად კი კარდიოქირურგი -
რეალობად იქცევა.
1+4“ საგანმანათლებლო სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც ეხმარება ეთნიკურ
უმცირესობებს უმაღლეს სასწავლებლებში მარტივად ჩარიცხვასა და
ინტეგრაციაში.
იგი მოიცავს ზოგადი უნარების გამოცდას მშობლიურ ენაზე და ერთწლიან
ქართული ენის მომზადებას