„სოკარ ჯორჯია გაზი“ განცხადებას ავრცელებს!
"ყურადღება! სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობას ბუნებრივი გაზით „სოკარ
ჯორჯია გაზი“ მომარაგებს - აბონენტად რეგისტრაცია 1 აგვისტოდან
იწყება
სემეკის 2026 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს „მამედს“
ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაუქმდა. 1 აგვისტოდან
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში გაზმომარაგების
საქმიანობას შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ განახორციელებს. საყოფაცხოვრებო
ტარიფი 47 თეთრი იქნება.
ყველა მომხმარებელი, რომელიც აქამდე
შპს „მამედისგან“ მარაგდებოდა,
ვალდებულია დარეგისტრირდეს „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტად.
რეგისტრაციისთვის 1-დან 5 აგვისტოს ჩათვლით ეწვიეთ სერვისცენტრს:
მისამართი: ქ. მარნეული, იაღლუჯის ქ. #23 (სერვისცენტრი იმუშავებს
შაბათ-კვირასაც).
წარასადგენი საბუთები: პირადობის მოწმობა, მისამართი, ტელეფონის
ნომერი და მრიცხველის ფოტო."
ინფორმაციის გადაგზავნა ასევე შეგიძლიათ ონლაინ:
ელ-ფოსტა:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
WhatsApp / Viber: 577 33 03 46
ცხელი ხაზი: 16114
დაახლოებით ერთი თვის წინ, შპს „მამედგაზსა“ და საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას
(სემეკი) შორის წარმოქმნილი ფინანსური უთანხმოების გამო, მოსახლეობას
ბუნებრივი
აირის მიწოდება შეეზღუდა.
დავის მთავარი მიზეზი გაზის ტარიფი გახდა: „მამედგაზი“
მომხმარებლებისგან სემეკის მიერ დადგენილ 47-თეთრიან ტარიფზე მეტს -
57 თეთრს ითხოვდა, რის გამოც მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 30
ივლისს გაავრცელა კომპანია სოკარმა ინფორმაცია , რომ ყიზილაჯლოში,
„მამედს“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაუქმდა.